ბსუ-ში ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლება დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლება დაიწყო. მსმენელებს მიესალმნენ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი — თეონა დიასამიძე, ენის ამერიკული ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია ფუტკარაძე და ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების ხსოვნას. პროგრამა 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას პროფესორი მაია კიკვაძე წარუძღვება.

პროექტი ეძღვნება ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას, რამდენადაც იგი ეყრდნობა მის მიერ შემუშავებულ ქართული ენის სწავლების კონცეფციას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
 

  პროექტის პარტნიორი:

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  პროექტის განმახორციელებლები:

  •   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  •   ენის ამერიკული ცენტრი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა