სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო მობილობის პროცესი

სურათი

შიდა მობილობის პროცესი!

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2022  წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს  (18:00 აათმდე) ჩათვლით  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე: http://portal.bsu.edu.ge  (ველში  - კანცელარია, წერილი რექტორს) უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;  

გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი; 

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველემა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2022  წლის 15 აგვისტოდან  19 აგვისტოს  (18:00 სთ-მდე)  ჩათვლით ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე: http://portal.bsu.edu.ge  (ველში  - კანცელარია, წერილი რექტორს) უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;  

გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;  

დ)  ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

ე) ცნობა ბსუ-ში სწავლის ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ ან სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, თუკი პირს ერიცხება სწავლის საფასურის დავალიანება.

 კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია  იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია). 

შიდა მობილობის და აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებთან, ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება 2022  წლის   29 აგვისტოდან   31 აგვისტოს  ჩათვლით,  18: 00 საათამდე. (ნინოშვილის 35, I კორპუსი, ოთახი N19);

 ფინანსური დავალიანების სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის დროისათვის მას არ ერიცხება ფინანსური დავალიანება;

 სტუდენტი,  რომელიც ბსუ-ში ჩაირიცხა 2020  და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებს, მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.

საკონტაქტო პირი -577 44 54 00

გარე მობილობის პროცესი!

 სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (www.students.emis.ge)  გაიაროს  რეგისტრაცია  2022 წლის 22 აგვისტოდან  - 2022  წლის 7 სექტემბრის  18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ- საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, 2022 წლის 12,13 და 14სექტემბრის (18:00-სთ.მდე) ჩათვლით  ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე chancellery@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;  

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; 

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;  

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია). 

 

გარე მობილობის მსურველბთან, ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება 2022 წლის 19-20 სექტემბერს, 18:00 საათამდე (ნინოშვილის 35, I კორპუსი, ოთახი N19);

საკონტაქტო პირი - 577 44 54 00

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3
  შიდა მობილობის განცხადება
  გარე მობილობის განცხადება
  თანხმობის განცხადება
  მობილობაზე უარის განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა