ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. 2022 წლის 01 აგვისტოს გამოცხადდეს კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“)  სამეცნიერო თანამდებობების (უფროსი მეცნიერი თანამშრომელის, მეცნიერი თანამშრომელის)  დასაკავებლად:

 

 

 

ბსუ-  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი   

ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის

განყოფილება

საშტატო ერთეულის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

  1.  

მეცნიერი თანამშრომელი

2

 

ეთნოლოგიის, სოციოლოგიური კვლევის განყოფილება

ვაკანტური საშტატო ერთეული

  1.  

მეცნიერი თანამშრომელი

1

 

ბსუ- აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილება

ვაკანტური საშტატო ერთეულის დასახელება

ვაკანტური  საშტატო ერთეულის რაოდენობა

  1.  

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

1

  1. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2022 წლის 01 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის N32/35 (საქმისწარმოების  სამსახურის (კანცელარია) სამუშაო ოთახი №16). მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge;
  2. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 08 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
  3. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2022 წლის 12 სექტემბრისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  4. კონკურსის შედეგების ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები (ხანგრძლივობა - 5 წელი) და ამოქმედდება 2022 წლის 19 სექტემბრიდან (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა).
  5. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ  პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.6  პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის/მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 1).

  1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4).

 

  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა)    პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის (მინიმუმ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამოტივაციო წერილი;

დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

  1.  კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიას ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული N2 დანართის შესაბამისად);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების“ დანართი 3-ის   შესაბამისად);

გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

10. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით:

ა) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტი უფლებამოსილია ამ ფაქტის შესახებ წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საკონკურსო განცხადება და დოკუმენტაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge. ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის“  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე;

ბ) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზოლაციაში მყოფი) კონკურსანტის შესაბამისი განცხადების შემთხვევაში დასაშვებია მის მიერ განცხადების/საჩივრის საპროცედურო კომისიაში ელექტრონულად წარდგენა (ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე/მომჩივანზე „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის წესის’’ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე);

გ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიისგან მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით (შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი), ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენილი მასალა - მხოლოდ ამის საჭიროების შემთხვევაში;

დ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ დაადგინოს მუშაობის ან/და კონკურსანტებთან გასაუბრების დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით);

ე) დასაშვებია სააპელაციო კომისიამ დაადგინოს მუშაობის დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით), მათ შორის განმარტების მისაღებად ონლაინ-სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი კომისიების (საპროცედურო, საკონკურსო, სამუშაო ჯგუფი) წევრები ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა სამსახურებრივი საქმიანობით დაკავშირებული იყოს კონკურსანტის მიერ გასაჩივრებულ საკონკურსო პროცედურებთან.

11. სამართლებრივი აქტების გაცნობა (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა;  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილება, ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულები ფორმა) და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდიდან - www.bsu.edu.ge (კონკურსების ველი).

ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი (კოდიფიცორებული, 2022)

სექსუალური შევისწოების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა №01-02-74, 28.03.2022წ.

  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი (კოდიფივირებული 2022 წ)
  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია (კოდიფიცირებული, 2022)
  ბსუ-ს შინაგანაწესი (კოდიფიცირებული, 2022)
  ბსუ-ს წესდება (კოდიფიცირებული,_2022 წ)
  ეთიკის კოდექსი (კოდიფიცირებული, 2022)
  კონკურსანტის ანკეტა
  სამეც. შრომ. დამოწ ფორმა - N3 დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა