საზაფხულო დიპლომატიური სკოლა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის საზაფხულო დიპლომატიური სკოლა ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ გაიხსნა. დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრები 28 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით ლექციებს წაიკითხავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე. ლექციათა ციკლი მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის და მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე სამიზნე ჯგუფების საინფორმაციო, ანალიტიკური და კვლევითი პროდუქტით უზრუნველყოფას.

საზაფხულო დიპლომატიური სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

საზაფხულო დიპლომატიური სკოლის პროგრამა

 28 ივნისი

  • „საქართველოს დიპლომატიის ისტორია (1918-1921, 1991 წლიდან დღემდე)“ -  ელჩები: მიხეილ უკლება, გიორგი ყარალაშვილი;
  • 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია - ელჩი მიხეილ უკლება.

29 ივნისი

  • გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები - ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი;
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი (ნატო, ევროკავშირი) - ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი;
  • საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა: არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის მოლაპარაკებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება - ელჩი მერაბ ანთაძე.

  30 ივნისი

  • ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) - ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე;
  • რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - ელჩი მიხეილ უკლება;
  • უკრაინაში მიმდინარე პროცესები და მისი გავლენა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე - ელჩები: მერაბ ანთაძე, მიხეილ უკლება, თეიმურაზ შარაშენიძე.

  1 ივლისი

  • ეკონომიკური დიპლომატია - ელჩები: მიხეილ უკლება, გიორგი ყარალაშვილი;
  • საკონსულო ურთიერთობები - მკვლევარი, დესპანი სოსო დანელია;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის მიმართულებები - ელჩები: მიხეილ უკლება, მერაბ ანთაძე, ნიკოლოზ რთველიაშვილი, თეიმურაზ შარაშენიძე, გიორგი ყარალაშვილი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა