საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: „ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების საკითხები“

სურათი

28 ივნისიდან - 1 ივლისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების  საკითხებზე“ ლექციების ციკლის განხორციელებას იწყებს.

ლექციებს უძღვებიან დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრები, ელჩები მიხეილ უკლება - ელჩი, მკვლევარი, მერაბ ანთაძე - ელჩი, მკვლევარი, ნიკოლოზ რთველიაშვილი - ელჩი, მკვლევარი, მამუკა ციხელაშვილი - ელჩი, მკვლევარი, გიორგი ყარალაშვილი - ელჩი, მკვლევარი, თეიმურაზ შარაშენიძე - ელჩი, მკვლევარი, იოსებ დანელია - დესპანი, მკვლევარი.

პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის ან მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე სამიზნე ჯგუფების საინფორმაციო / ანალიტიკური და კვლევითი პროდუქტით უზრუნველყოფას.

 

ჩატარების დრო: 2022 წლის 28 ივნისი - 1 ივლისი / 14:00-17:30 სთ.

ბსუ / კორპუსი I / სართული III   / შოთა რუსთაველის დარბაზი #55;

 

საჯარო ლექციათა ციკლის პროგრამა იხილეთ თანდართული ფაილის სახით

 

  საჯარო ლექციათა ციკლის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა