სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“

სურათი

5 ივლისს, ბათუმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორკშოფები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები.

ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ და სამეცნიერო პავილიონების   გამოფენას.

კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით.

კონფერენციის გახსნა: 5 ივლისი, 11:00 ბსუ, 55-ე აუდიტორია, ბათუმი, ნინოშვილის 35

ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება სამეცნიერო ნახატების კონკურსში გამარჯვებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება.

სამეცნიერო პავილიონების გახსნა: 5 ივლისი, 14:00 საათი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი, ნინოშვილის 35;

 

ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციები:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  •  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • საქართველოს უნივერსიტეტი.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • ბათუმის ტექნოპარკი
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა