საერთაშორისო პროექტი „ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები“

სურათი

ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრისა (ჰაბი) და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია -“ ჯეოლაბის”   ერთობლივი ინიციატივის  ფარგლებში,  გრძელდება საერთაშორისო პროექტი „ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები“, რომელსაც საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. ის მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მონაწილეთათვის ქმედითი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის გადაცემას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2021 წელს ჩატარებული საზაფხულო სკოლა განკუთვნილი იყო ქართველი და ევროპელი ბავშვებისთვის. ხოლო ამჯერად, საზაფხულო სკოლა ჩატარდება სპეციფიურად ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდებისთვის.

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, საქართველოში მყოფი უკრაინელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ სწავლა, განვითარება, თანატოლებთან ურთიერთობა და ახალი მეგობრების შეძენა.

საზაფხულო სკოლის კურსები შემუშავებულია გამოცდილი ლექტორების მიერ და თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს.

აქტივობები განხორციელდება ორ კომპონენტად: ვორქშოფების სერია „ჯეოლაბში“ (ფიზიკურ სივრცეში) და ლექციები დისტანციურად.

საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს სთავაზობს მოკლევადიან კურსებს შემდეგი მიმართულებით:

Technical and Creative conceptualization

Front end web development HTML, CSS UI/UX design - web design

Graphic design Arduino Scratch

Unity

მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი, რამდენიმე ან ყველა მითითებული კურსი.

  • მონაწილეები გადანაწილდებიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 8 - 13; 14 -19; 20 - 25 წელი.
  • პროექტის განხორცილების სავარაუდო პერიოდია ივლისი - აგვისტო, 2022
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი 2022 წელი

ადგილმდებარეობა:

ონლაინ ლექციები - Google meet

ვორქშოპი - ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ -   მ. ალექსიძის #10,

თბილისი, საქართველო

სამუშაო ენა: ინგლისური

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ბმულზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

 

https://forms.gle/QoUsp44b4pGGhAUh6

 

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა