თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი აცხადებს ესეების კონკურსს

სურათი

თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი აცხადებს ესეების კონკურსს. თუ ახალგაზრდა ხარ, გაინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, თვლი, რომ ახალგაზრდების როლი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების წარმართვაში მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საკუთარი ნააზრევის ფურცლებზე გადატანაც მოგწონს, კონკურსი შენთვის არის!

გამოგვიგზავნე ესეი არაუმეტეს ორი გვერდისა და გაგვიმხილე, რას ფიქრობ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, როგორ იცნობ კონფლიქტების მიზეზებს, როგორ წარმოგიდგენია ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება, შენ რა გზებს მიმართავდი და როგორ აღადგენდი ადამიანებს შორის ნდობას?!

ტექსტი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, ხალხებს შორის შუღლს, მტრობას, ზიზღს არ უნდა აღვივებდეს.

კონკურსი პროექტის „სამხრეთ კავკასია ფოტოობიექტივში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ახორციელებენ.

  კონკურსში მონაწილეობის მსურველი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • უნდა იყოს სტუდენტი ან უფროსკლასელი
  • ცხოვრობდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში

  მონაწილეთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდება:

  • I ადგილი - 600 ლარი
  • II ადგილი - 500 ლარი
  • III ადგილი - 380 ლარი

 

გაგზავნე შენი ნამუშევარი 25 სექტემბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე tavisupalia@gmail.com და არ გამოგრჩეს სახელისა და გვარის, ტელეფონის ნომრის მოწერა.

 

აგვედევნეთ ფეისბუკზე და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

გვერდი ფეისბუკზე - https://www.facebook.com/TavisupaliAsotsiatsia/

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა