ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები

სურათი

8-9 ივნისს ბათუმში და 10-11 ივნისს ქუთაისში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში მართავს ფრანგულ-გერმანული კინოს დღეებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფრანგული და გერმანული ფილმების ჩვენება და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართება. ფილმების ჩვენებითა და დისკუსიებით მონაწილეებს საშუალება ექნებათ, უყურონ თანამედროვე ფრანგულ და გერმანულ ფილმებს, შეაფასონ ისინი და ექსპერტებთან ერთად ისაუბრონ მათში ასახულ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით. დისკუსიის დროს უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.

ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროექტია და ფრანგულ-გერმანული ფონდის თანადაფინანსებით იმართება.

 

    ჩვენებების განრიგი:

8 ივნისი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-3 სართული, 57- აუდიტორია

 16:00 – „ტრანზიტი“- გერმანია/საფრანგეთი, 2018;

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან, ბერთოლდ რებჰანდლთან ერთად;

19:00 – „უხილავები“  - საფრანგეთი, 2011;

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან, ურტე ამელი ფინკთან ერთად;

 

 

9 ივნისი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-3 სართული, 57- აუდიტორია

16:00 – „პაპიშა“ – საფრანგეთი, 2019;

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან, ურტე ამელი ფინკთან ერთად;

19:00  - „ტონი ერდმანი“ - გერმანია/ავსტრია/შვეიცარია 2015-2016;

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან,ბერთოლდ რებჰანდლთან  ერთად;

 

ინფორმაცია ფილმების შესახებ:

პაპიშა

საფრანგეთი, 2019წ., 105წთ.

რეჟისორი: მუნია მედური

მონაწილეობენ  - ლინა ხუდრი, შირინ ბუტელა, ამირა ჰილდა დუაუდა და ა.შ.

ალჟირი, 1990 წელი. ნეჯმა, 18 წლის სტუდენტი, ოცნებობს გახდეს დიზაინერი. დაღამებისას იგი თავის საუკეთესო მეგობრებთან ერთად საერთო საცხოვრებლის ღობეზე ძვრება და ღამის კლუბში დადის, სადაც თავის კოლექციებს ე.წ. „პაპიშებს" ლამაზ ახალგაზრდა ალჟირელ გოგონებზე ყიდის. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ნეჯა უარს ამბობს შეეგუოს მდგომარეობას და გადაწყვეტს იბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მოდის ჩვენებას მოაწყობს, რითაც ნეჯმა ყველა აკრძალვას შეწინააღმდეგება.

ფილმის ტრეილერი:https://www.youtube.com/watch?v=MTlrOULY5ss

 

 უხილავები

საფრანგეთი, 2011წ, 115წთ.

რეჟისორი: ლუი-ჟულიენ პეტი

მონაწილეობენ: კორინ მაზიერო, აუდრე ლამი, ნოემი ლვოვსკი, სარა სუკო, პაბლო პოლი და ა.შ.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, "Envol-ი", მიუსაფარი ქალების მიმღები ცენტრი მალე იხურება. სოციალურ მუშაკებს სულ რაღაც სამი თვე რჩებათ, რათა ყველა ყველა ზომა მიიღონ მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ქალების რეინტეგრაციისთვის: გაყალბება,  სიმართლის შელამაზება, ტყუილი... აქ უკვე ყველაფერი ნებადართულია!

ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=05Fhc4WS48A

 

ტრანზიტი

გერმანია/საფრანგეთი 2018წ., 101 წთ.

რეჟისორი: ქრისტიან პეტცოლდი

მონაწილეობენ: ფრანც როგოვსკი, პაულა ბეერ, გოდეჰარდ გიიზე, ლილიენ ბატმან და ა.შ.

 

ტრანზიტი გერმანელი მწერლის, ანა ზეგერსის ამავე საწელწოდების რომანის თავისუფალი ეკრანიზაციაა, რომელშიც რეჟისორს მოქმედება 1942 წლიდან ახლანდელ დროში გადმოაქვს. ფილმის გმირი ახალგაზრდა გერმანელი გეორგია, რომელიც პარიზში დაპატიმრებას გადაურჩება. ის სამხრეთ საფრანგეთში გარბის და გარდაცვლილი მწერლის, ვაიდელის სახელით გადაადგილდება. გეორგი მარსელში აღმოჩნდება, სადაც ხვდება ახალგაზრდა ქალს, მარის, რომელის დაკარგულ ქმარს ეძებს - სწორედ იმ კაცს, რომლიც გვარითაც გეორგი მოქმედებს. ცოლ-ქმარი მარსელიდან სამხრეთ ამერიკაში გაქცევას და იქ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა. გეორგსა და მარის შორის გაჩენილი ვნებიანი რომანის მიუხედავად, მარი მაინც ქმართანე რთად აპირებს მარსელის დატოვებას. ამასობაში მარსელში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება და გეორგი იძულებულია გადაწყვიტოს, ხომ არ დაიკავოს მარის გარდაცვლილი მეუღლის ადგილი და მასთანე რთად სამუდამოდ დატოვოს ევროპა.

ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=BwnnTi1-GJo

 

ტონი ერდმანი

გერმანია/ავსტრია/შვეიცარია 2015-2016,წწ. 162 წთ.

რეჟისორი: მარენ ადე

მონაწილეობენ: პეტერ სიმონიშეკ, სანდრა ჰიულერ, მიხაელ ბიტერნბორნ, თომას ლოიბლ და ა.შ.

 

ვინფრიდი, ყოფილი 68-ანელი, რომანტიული და ხუმარა, თავისძაღლთან ერთად მარტო ცხოვრობს. მაშინ, როცა მისი ერთადერთი ქალიშვილი, ინესი, უცხოეთში მხოლოდ საკუთარ კარიერაზეა კონცენტრირებული. ძაღლის სიკვდილის შემდეგ ვინფრიდი ქალიშვილს გაუფრთხილებლად სტუმრობს. ის დარწმუნებულია, რომ შვილმა იუმორის გრძნობა დაკარგა და ამიტომაც ხუმრობების კასკადით ცდილობს მის დაბრუნებას.

 

ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=j0uwi5EPnpA  

 

 

JOURNÉES DU CINÉMA FRANCO-ALLEMAND

 

L'Institut Français de Géorgie et l'Institut Goethe Géorgie vous invitent aux Journées du cinéma franco-allemand, qui se dérouleront les 8 et 9 juin à Batoumi et les 10 et 11 juin à Koutaïssi.

Dans le cadre de cet événement, des projections de films français et allemands contemporains, suivies de débats avec le public animés par des experts français et allemands sur les questions d’actualité abordées dans les films, auront lieu à l'Université d'État Shota Rustaveli de Batoumi et à l'Université d'État Akaki Tsereteli de Koutaïssi.

Ce projet, développé conjointement par l’Institut Français de Géorgie et l’Institut Goethe Géorgie, est soutenu financièrement par le Fonds culturel franco-allemand.

Tous les films seront projetés en version originale sous-titrée en géorgien.

Une traduction en géorgien sera assurée pendant les discussions.

 

DATES ET PROGRAMME DES PROJECTIONS :

BATOUMI

 

8 juin - Université d'État Shota Rustaveli, 3ème étage, salle n ° 57

16h00 – « Transit » – Allemand/France, 2018 ;

Suivi d'une discussion avec un expert allemand M. Berthold Rebhandl ;

19h00 – « Les invisibles » -France,2011 ;

Suivi d'une discussion avec une experte française Mme Urte Amelie Fink ;

 

9 juin - Université d'État Shota Rustaveli, 3ème étage, salle n ° 57

16h00 – « Papicha » – France, 2019 ;

Suivi d'une discussion avec une experte française Mme Urte Amelie Fink ;

19h00 – « Toni Erdmann » - Allemand/Autriche/Suisse, 2015-2016 ;

Suivi d'une discussion avec un expert allemand M. Berthold Rebhandl ;

Adresse : 35, rue Ninoshvili

 

À PROPOS DES FILMS :

«Papicha»

Synopsis – https://cutt.ly/aJuAZjP

Bande annonce - https://www.youtube.com/watch?v=MTlrOULY5ss

 

«Les invisibles»

Synopsis – https://cutt.ly/VJuAPtx

Bande annonce - https://www.youtube.com/watch?v=05Fhc4WS48A

 

 «Toni Erdmann»

Synopsis – https://cutt.ly/qJuA9NI

Bande annonce - https://www.youtube.com/watch?v=j0uwi5EPnpA

 

 «Transit»

Synopsis – https://cutt.ly/nJuA6Q1

Bande annonce - https://www.youtube.com/watch?v=BwnnTi1-GJo

 

Das Institut Français de Géorgie und das Goethe-Institut Georgien laden Sie ganz herzlich zu Deutsch-Französischen Filmtagen ein, die am 8. und 9. Juni 2022 in Batumi und am 10. und 11. Juni in Kutaissi stattfinden.

Es werden am Shota Rustaveli Unversität Batumi und am Akaki Tsereteli Universität Kutaissi aktuelle französische und deutsche Filme präsentiert. Anschließend bieten die eingeladenen französsischen und deutschen Experten dem Publikum eine Diskussion an.

Das Projekt wurde gemeinsam vom Institut Français de Géorgie und dem Goethe-Institut Georgien entwickelt und wird vom Deutsch-Französischen Kulturfonds finanziell unterstützt.

Alle Filme werden in der Originalsprache mit georgischen Untertiteln gezeigt.

Während der Diskussionen wird eine Übersetzung ins Georgische bereitgestellt.

 

                                                                               Programm:

BATUMI

8. Juni - Shota Rustaveli Unversität Batumi, 3. Etage, 57. Auditorium

16:00 – „TRANSIT“, Deutschland/Frankreich, 2018

Anschließend findet eine Diskussion mit dem deutschen Experten, Herrn Berthold Rebhandl statt.

 

19:00 – „LES INVISIBLES“ – Frankreich, 2011

Anschließend findet eine Diskussion mit der französischen Expertin, Frau Urte Amelie Fink statt.

 

9. Juni - Shota Rustaveli Unversität Batumi, 3. Etage, 57. Auditorium

 

16:00 – „PAPICHA“, Frankreich, 2019
Anschließend findet eine Diskussion mit der französischen Expertin, Frau Urte Amelie Fink statt.

 

19:00 - „Toni Erdmann“, Deutschland/Österreich/Schweiz, 2015-2016
Anschließend findet eine Diskussion mit dem deutschen Experten, Herrn Berthold Rebhandl statt.

 

 

Adresse: Ninoshvilistr. 35, Batumi

 

ZU DEN FILMEN:

 

«Papicha»

Synopsis – https://cutt.ly/aJuAZjP

Film Trailer - https://www.youtube.com/watch?v=MTlrOULY5ss

 

« Les invisibles »

Synopsis – https://cutt.ly/VJuAPtx

Film Trailer - https://www.youtube.com/watch?v=05Fhc4WS48A

 

« Toni Erdmann »

Synopsis – https://cutt.ly/qJuA9NI

Film Trailer - https://www.youtube.com/watch?v=j0uwi5EPnpA

 

 « Transit »

Synopsis – https://cutt.ly/nJuA6Q1

Film Trailer - https://www.youtube.com/watch?v=BwnnTi1-GJo

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა