ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსი - 2022

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური პროექტების კონკურსს. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს და განხორციელების პერიოდი სასურველია, არ აღემატებოდეს 3 თვეს.

„სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:

  1. განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2022 წლის 31  მაისამდე;
  2. საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2022 წლის 1 ივნისიდან - 6 ივნისის ჩათვლით;
  3. პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2022 წლის 7 ივნისის ჩათვლით;
  4. გამარჯვებული პროექტების განხორციელების პერიოდი - 2022 წლის 15 ივნისიდან  2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.


სტუდენტური პროექტის რეგისტრაციისთვის ბსუ-ს პორტალზე უნდა აიტვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საპროექტო განაცხადი;
  • პროექტის საბიუჯეტო განაცხადი (დანართი 4) შევსებული უნდა იყოს დანართი 7- ში მოთხოვნილი პირობების შესაბამისად;
  • სარეკომენდაციო წერილი (პროექტს/ავტორს რეკომენდაცია უნდა გაეწიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი დარგისთვის/მიმართულებისთვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ).
  • სტუდენტის ავტობიოგრაფია (CV უნდა იყოს portal.bsu.edu.ge-დან);
  • ცნობა ბსუ-ს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
  • საინიციატივო ჯგუფის/კლუბის/ ან/და სხვა სახის გაერთიანების სახელით წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში პროექტზე პასუხისმგებელმა პირმა (შემდგომში ხელმძღვანელმა) უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ გაერთიანების ძირითადი მიზნების შესახებ და აგრეთვე ამ გაერთიანების მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტში მონაწილე სხვა (ტრენერი, ექსპერტი ან სხვა პირი) პირთა ,,CV“-ები და თანხმობის წერილ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სტუდენტურ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების შესახებ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ ეცნობება პროექტის ხელმძღვანელს/პასუხისმგებელ პირს, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

იხილეთ თანდართული სამართლებრივი აქტები:

  • ,,2022 წელს ბსუ-ში განსახორციელებელი სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 6 მაისის N01-02/108 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 მარტის N02 გადაწყვეტილება;
  • საპროექტო განაცხადის ფორმა (დამტკიცებული ბსუ-ს რექტორის 2022  წლის 03 მაისის N01-02/104 ბრძანებით);
  • პროექტის საბიუჯეტო განაცხადის ფორმა (ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 3 მაისის N01-10/49 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა);
  • პროექტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენის შესახებ განაცხადის ფორმა (დამტკიცებული ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 03 მაისის N01-02/105 ბრძანებით);
  • პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმა (დამტკიცებული ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 03 მაისის N01-02/105 ბრძანებით);
  • სტუდენტურ პროექტებზე გასაწევი ხარჯის ზღვრული ოდენობებისა და სტუდენტური პროექტის საბიუჯეტო განაცხადის ფორმა

სტუდენტური პროექტების ატვირთვისთვის გთხოვთ ეწვიოთ სტუდენტურ პორტალს სტუდენტური პროექტების კონკურსის ველში  შემდეგ მისამართზე: https://portal.bsu.edu.ge/Page/274/index.html

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ოფისი, ბსუ-ს მე 2 კორპუსი, I სართული,  რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568474704
gocha.surguladze@bsu.edu.ge
 

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6
  დანართი7

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა