პროფესორ მიხეილ მახარაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ფილოსოფიის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ მიხეილ მახარაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემები“ აღინიშნა. სესიის მონაწილეებმა ღვაწლმოსილ მეცნიერს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა მიხეილ მახარაძეს მადლობის სიგელი გადასცა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. სამეცნიერო კონფერენციაში ქართველმა და უცხოელმა ფილოსოფოსებმა სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს დარგის აქტუალურ საკითხებზე. სამეცნიერო სესია იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა