განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

სურათი

13 ნოემბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამები, სტაჟირება და  მოკლევადიანი სასწავლო კურსები. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

 
გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3AiTY3F

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.


განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)


დამატებითი ინფორამციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://bit.ly/3fOjVR7

Facebook ღონისძიება იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/events/615992019389299/?ref=newsfeed


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა