ბულგარეთის ელჩი 5-წლიანი მისიის პერიოდში უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შეჯამების მიზნით ბსუ-ს ეწვია

სურათი

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა 5-წლიანი მისიის პერიოდში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შეჯამების მიზნით ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებების განხორციელებისთვის. რექტორმა ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა