საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია"

სურათი

„დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია“ (https://adh.ge/)  ფრანკფურტის გოეთეს სახელობის  უნივერისტეტთან და ქართულ უნივერსიტეტებთან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თანამშრომლობით 29 ივლისიდან 30 აგვისტომდე ატარებს საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში   თემაზე "დიგიტალური რუსთველოლოგია".

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას და გამოყენებას რუსთველოლოგიური კვლევების განსახორციელებლად.

პროგრამა ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის" სტრუქტურის გაცნობას და მის გამოყენებას თარგმანის სტრატეგიებისა და ტექნიკების შედარების მიზნით.

პროგრამა შედგება 16 ლექციისაგან და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს (12), ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს (4). ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წლევანდელი საზაფხულო სკოლა ჩატარდება ელექტრონულად (მხოლოდ შაბათ-კვირას, 10.00-13.00 საათებში).

მნიშვნელოვანი  თარიღები:

·       15 ივლისი - საზაფხულო სკოლის მსმენელთა რეგისტაციის  ბოლო ვადა

·       29 ივლისი (საზაფხულო სკოლის გახსნა)

·      30  ივლისი -22 აგვისტო (საზაფხულო სკოლის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები)

·       25-26 სექტემბერი (საზაფხულო სკოლის მონაწილეთა პრეზენტაციები)

·       30 სექტემბერი ( პროექტის  დახურვა. სერტიფიკატების გადაცემა)

სტუდენტური პრეზენტაციებიდან შერჩეული 10 საუკეთესო პრეზენტაცია სტატიის სახით გამოქვეყნდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახლადდაარსებულ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში „მილენიუმი“.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს. 

დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ მისამართზე: https://adh.ge/ლექციები

პროგრამა იხილეთ დანართში 

  დანართი1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა