მესამე მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“  - Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities“/ SQUARE“ ფარგლებში,  პროექტის კონსორციუმის შეხვედრას მასპინძლობს. პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, კოორდინატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელებენ. შეხვედრა გახსნეს  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ  და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და უფრო მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, შემდეგი შემადგენლობით:

  1. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი), www.tsu.ge
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, www.iliauni.edu.ge 
  3. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, www.tsmu.edu
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, www.bsu.edu.ge
  5. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, www.atsu.edu.ge
  6. გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, www.gu.edu.ge
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, www.gtu.ge
  8. კავკასიის უნივერსიტეტი, www.cu.edu.ge
  9. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, www.mes.gov.ge
  10. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, www.eqe.ge
  11. მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD)), www.efmdglobal.org
  12. ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam), www.cnam.fr
  13. ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU), www.utu.fi
  14. ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL)), www.unl.pt.

სამწლიანი პროექტი სამ ფაზად განხორციელდება - მომზადება, განვითარება და გამოყენება, ასევე იქნება რვა სამუშაო პაკეტი და სხვადასხვა ტექნიკური პაკეტები. ჩატარდება ტრენინგები როგორც ძირითადი მონაწილეების, ისე უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და სტრუქტურული განყოფილებების პერსონალის ჩართულობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა