ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო   სამეცნიერო კონფერენცია - 2021 გაიხსნა. სხვადასხვა ფაკულტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს ცხრამეტი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. სამეცნიერო სესიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ და სექციის საპრიზო ადგილზე გასული მოხსენებების ავტორებს ფულად ჯილდოს გადასცემენ. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.

ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა