საინფორმაციო შეხვედრა "საგანმანათლებლო შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში"

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა "საგანმანათლებლო შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში".
 
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის "სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების" ფარგლებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება  აგრარული მიმართულებით.
 
პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MOES) მხარდაჭერით, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგრო დუოს" მონაწილეობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.
 
შეხვედრა გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და სექტორული უნარების ორგანიზაცია ,,აგრო დუოს“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა. შეხვედრაზე ასევე, პროგრამები წარადგინეს  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხიშვილმა და პროფესიული განათლების ექსპერტმა თეა ცომაიამ.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა