ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, ინგლისური ენის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 13 მაისიდან  14  მაისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 17 მაისიდან   18 მაისის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 18 მაისისა   გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულებ გაფორმდება 2021 წლის 24 მაისიდან.
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების 6.1. პუნქტში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ დანართი 1)

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

)     პირადობის მოწმობის ასლი;

) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

)    საკონკურსო     თანამდებობის     შესაბამისი     მიმართულების     სილაბუსი (სილაბუსები);

) ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურისთვის

) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

თ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო კომისიაში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი);

) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით გათვალისწინებული კონკურსანტის განცხადების ფორმის დამტკიცების  შესახებ’’ ბსუ-  რექტორის  2020 წლის 14 აგვისტოს  Ν01-02/101 ბრძანების  დანართი N1),  

) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν03 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა (დანართი N3));

ლ) ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.

8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.

9.  ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილების და წინამდებარე ბრძანების  გაცნობა შესაძლებელია ბსუ- ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.bsu.edu.ge (კონკურსების ველში).

საფუძველი - ,,ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  ბსუ-ს რექტორის 2021 წლის  13 აპრილის N01-02/59  ბრძანება.

  აკადემიური პერსონალის მიღების წესი
  აფილირების წესი კოდიფიცირებული
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების წესი
  კონკურსანტის განცხადება
  დელეგირება და შრომების დამოწმება
  დელეგირება და შრომების დამოწმება - დანართი
  ეთიკის კოდექსი
  კონკურსანტის განაცხადის ფორმა 2020 - ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა