ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

22 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფესორი დარეჯან  ჯაში აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.

დეკანის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან ჯაში ისაუბრებს  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის დეკანისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

მშენებლობა

არქიტექტურა

ტელეკომუნიკაცია

აგრარული ტექნოლოგიები (აგრონომია, აგროეკოლოგია, მცენარეთა დაცვა, სატყეო საქმე)

ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/prezentacia2/

ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:

https://bsu.edu.ge/360/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა