ბსუ-ს ონლაინ ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერისტეტი 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით ფაკულტეტების მიხედვით ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე  გამართავს ონლაინ ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისთვის.

ფაკულტეტების დეკანები აბიტურიენტებს გააცნობენ საგანმანთლებლო პროგრამებს, სტუდენტურ სერვისებს, გაცვლით პროგრამებს, სტიპენდიებსა და უნივერსიტეტში სწავლის პირობებს.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის დეკანებისგან მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

ღია კარის დღეების განრიგი:

15 თებერვალი, 17:00 საათი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე;

18 თებერვალი, 17:00 საათი - ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი როსტომ ბერიძე;

19 თებერვალი, 17:00 საათი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი;

22 თებერვალი, 17:00 საათი - ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფესორი დარეჯან ჯაში;

23 თებერვალი, 17:00 საათი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი , ასისტ. პროფესორი თეა ქოიავა;

24 თებერვალი, 17:00 საათი - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დეკანი, ასოც. პროფესორი ლევან ჯაყელი;

26 თებერვალი, 17:00 საათი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლელა თურმანიძე

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/main/page/9750/index.html

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა