კონკურსი ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის მიმართულების ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და ასევე, სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამების  სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის (8 პირი)  მოსაპოვებლად.

კონკურსანტებმა 2020 წლის 09 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით,   ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე)   უნდა წარმოადგინონ საკონკურსო დოკუმენტაცია.

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 21 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ არაუგვიანეს 2020 წლის  25 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართების სახით.

ბრძანება №01-02/153

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა