ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგი

სურათი

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები დაიწყო. ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერები სწავლების მონაწილეებს ახალი სკოლის მოდელს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ძირითად საკითხებსა და სხვა აქტუალურ სიახლეებს გააცნობენ. ლიდერ მასწავლებლთა ტრენინგებში აჭარისა და გურიის  რეგიონებიდან 326 დირექტორი და 978 მასწავლებელი არის ჩართული. 

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ძირითადი მიზანია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. რვა უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროგრამის ექსპერტული მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, შექმნიან და დაამუშავებენ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა მოსამზადებელ და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მომზადდება ტრენერთა გუნდები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში შექმნიან  ადამიანური რესურსების ძლიერ ბაზას. პარტნიორი უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყველა სკოლაში ჩაატარებენ  ტრენინგებსა და ვებინარებს, ქოუჩინგს გაუწევენ სკოლის დირექტორებსა და ლიდერ მასწავლებლებს ახალი სკოლის მოდელის დანერგვასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიან პროგრამას სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ახორციელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა