ბსუ-ში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება

სურათი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავისრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი, სწავლების სამივე საფეხურხე 1-ლი ოქტომბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართება ფაკულტეტების მიხედვით შემდეგი განრიგით:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი -  (ქართული ფილოლოგია; ისტორია; ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; ფრანგული ფილოლოგია; რუსული ფილოლოგია; თურქული ფილოლოგია; თარგმანმცოდნეობა; ფილოსოფია; თურქეთისმცოდნეობა) 
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი -  (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი -  1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი -   (ბიოლოგია; ეკოლოგია; გეოგრაფია; ქიმია; ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია)
  • ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი - (მათემატიკა; ფიზიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა)
  • იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი - (სამართალმცოდნეობა; ევროპისმცოდნეობა; ფსიქოლოგია; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა) 
  • ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი  (მშენებლობა; ტელეკომუნიკაცია;  არქიტექტურა; აგრონომია; სასურსათო ტექნოლოგია)
  •  ტურიზმის ფაკულტეტი - 1-ლი ოქტომბერი, 12:00 საათი  -  (ტურიზმი)

 

  • ონლაინ შეხვედრის ლინკს თითოეული სტუდენტი მიიღებს სმს შეტყობინების სახით.
  • ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობების განრიგი ავტომატურად აისახება სტუდენტური პორტალის ელექტრონული სწავლების ველში.

ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა