მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

2020 წლის 24 სექტემბერს დასრულდა მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოცდა სპეციალობაში ტარდება დისტანციურად ელექტრონული ფორმატით.  გამოცდის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელია აპლიკანტი ფლობდეს ელექტრონული ფოსტას gmail.com, ან bsu.ge/bsu.edu.ge  გაფართოებით.

გამოცდა დაიწყება 2020  წლის 26 სექტემბერს,   12:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე.

გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, აპლიკანტები  სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ ბმულს, ამ ბმულით გამოსაცდელს მიეცემა წვდომა საგამოცდო დავალებებთან, 12:00 სთ-დან.    აპლიკანტი ვალდებულია მითითებულ საგამოცდო დროში (15:00 საათმდე)  დაასრულოს საგამოცდო დავალებების შესრულება და  გამოგზავნოს იგი „Submit” ღილაკის საშუალებით.

15:00 საათის შემდეგ  ბაზა დაიხურება, საგამოცდო ნაშრომი აღარ გამოიგზავნება, აპლიკანტი ჩაითვლება გამოცდაზე არ გამოცხადებულად და შეფასდება „0“ ქულით.

რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული მისამართების შემოწმების მიზნით, პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებთან გაგზავნილია საგამოცდო ინსტრუქცია.  პირებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, მაგრამ არ მიუღიათ საგამოცდო ინსტრუქცია ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ  არაუგვიანეს 25 სექტემბრის 18:00 სააათისა, გამოაგზავნეთ წერილი მისამართზე ese@bsu.edu.ge  შემდეგი წესების დაცვით:

 ველში:  Subject  მიუთითეთ:  მასწავლებლის მომზადების პროგრამა - 60 კრედიტი)

წერილის ტექსტში:

აპლიკანტის  სახელი გვარი:

ტელეფონის ნომერი:

მოდული,  რომელზეც გსურთ სწავლის გაგრძელება (მაგალითად: მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) ან ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ელექტრონული ფოსტა: (აუცილებლად gmail.com ან bsu.ge/bsu.edu.ge  გაფართოებით).

პირადი ნომერი:

გაითვალისწინეთ,  საგამოცდო დავალება სრულდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. საგამოცდო დავალების მიღებისას წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში  დაგვიკავშირდით ფოსტაზე ese@bsu.edu.ge ან დარეკეთ ნომერზე 577 17 97 97.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ამ ეტაპზე არ ახორციელებს დაწყებითი საფეხურის შესაბამის,  60 კრედიტის მოცულობის მასწავლებლის მომზადების პროგრამას, არ განიხილება ის განცხადება, ვისაც არ აქვს შესაბამისი საგნისა და საფეხურის კომპეტენცია დადასტურებელი.

გისურვებთ წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა