ბსუ-ს ახალი საერთაშორისო პროექტები

სურათი
  1. ბსუ ევროკავშირის პროექტის ,,ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ლაბორატორიული კურსები ახალგაზრდებისათვის უწყვეტი განათლების ფარგლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში” ბენეფიციარია. პროექტის მიზანია ლაბორატორიული უსაფრთხოების სასწავლო კურსების ორგანიზება და ახალგაზრდა კადრების გადამზადება ჯანდაცვის და სურსათის უსაფრთხოების ლაბორატორიებისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა. კოორდინატორები:  მარინა ქორიძე; რ.ხუხუნაიშვილი. გრანტის მიმღები ორგანიზაციაა - თსუ, ბსუ ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ გება (საქართველოს ბიოტექნოლოგთა ასოცოაცია),  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. პარტნიორები ევროკავშირიდან - მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები. ამ ეტაპისთვის პროექტი მომზადებულია ხელმოსაწერად.

 

  1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით ახალი პროექტი განხორციელდება. ბსუ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - მიერ გამოცხადებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულება“ გამარჯვებული სულხან-საბა პორბელიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პარტნიორი. პროექტი განხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების პარტნიორობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.

 

  1. მიმდინარე წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აგრარული მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) „პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში“. პროგრამის ფარგლებში UNDP-ის და ბსუ-ს ორი პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამისთვის - „მებაღეობა“ და „სატყეო საქმე“ - შეიძენს პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ძვირადღირებულ თანამედროვე ტექნიკურ  აღჭურვილობას. პროგრამის კოორდინატორია მადონა მიქელაძე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა