„ვებომეტრიქსის“ კვლევებით ბსუ საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია

სურათი

„ვებომეტრიქსის“ კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ხუთეულშია!

ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. „ვებომეტრიქსი“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს და მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

http://www.webometrics.info/en/Europe/Georgia%20?page=0

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა