ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს ტენოლოგიური ფაკულტეტის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის  განხადების მიღება ინგლისური ენის ტესტირება/გასაუბრებისათვის იწარმოებს 2020 წლის  1 სექტემბრიდან  11 სექტემბრის  ჩათვლით (18:00 საათამდე) ბსუ-ს კანცელარიაში. განცხადებაში სტუდენტებმა უნდა მიუთითონ: სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და თან წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტესტირება/გასაუბრება ინგლისურ ენაში (B1-დონე)  ჩატარდება 2020 წლის 15 სექტემბერს.

იმ სტუდენტთათვის, ვინც გადალახავს დადგენილ ბარიერს უცხო ენაში ტესტირების გამოცდის დროს:

2020 წლის 16 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე (18:00 საათამდე) - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე (საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დახმარებით)  http://registration.bsu.ge და ასევე მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით.

საბუთების ჩამონათვალი:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

სწავლის ხანგრძლივობა:

  • 1 სემესტრი - 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას, 

2.  თვიურ სტიპენდიას,

 3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ  გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge

  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა