გაცვლითი პროგრამა მიუნსტერის უნივერსიტეტში

სურათი

მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც სწავლობს გერმანულ ენას ან/და ფლობს გერმანულ ენას.

მიუნსტერის უნივერსიტეტი სთავაზობს გერმანული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს გერმანული ენისა და ლიტერატურის სალექციო კურსებს, ხოლო სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს დარგობრივი გერმანული ენის B2 და C1 დონის კურსებს მიმართულებების მიხედვით (სამედიცინო გერმანული ენა, გერმანული ენა ეკონომისტებისათვის და ა.შ)

საჭირო დოკუმენტები:

  • CV (გერმანულ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (გერმანულ ენაზე).
  • ცნობა გერმანული ენის ფლობის შესახებ (B1 დონე).

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ საჭირო დოკუმენტები შემდეგ ელ. მისამართზე: erasgerm@uni-muenster.de

საბუთების გაგზავნის ბოლო დღე: 7 ივნისი, 2020 წელი.

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2020 წლის 1 ოქტომბერი - 2021 წლის 31 იანვარი).

მიუნსტერის უნივერსიტეტის მიერ შერჩეული სამი კანდიდატი 15.06.20-19.06.20 ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაივლის გასაუბრებას ბსუ-სა და მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა