ბსუ-ს ღია კარის დღეები დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 2020-2021 სასწავლო წელს ბსუ-ში 34-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1365 პირველკურსელი ჩაირიცხება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა