შეხვედრა ბათუმის ბულვარის განვითარების ტენდენციების თემაზე

სურათი

ბსუ-ში ებერტის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის CELA-ს ორგანიზებით ბათუმის ბულვარის განვითარების ტენდენციებზე ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბულვარის განაშენიანების გეგმა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ირაკლი ჯინჭარაძემ აუდიტორიის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ბსუ-ს ფოიეში ბულვარის თემაზე ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა და ინტერაქციული ონლაინ-ტესტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა