ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბ ბსუ იწყებს პრე-აქსელერატორის პროგრამის მონაწილეთა შერჩევას

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბ ბსუ იწყებს შემოდგომის სეზონის პრე-აქსელერატორის პროგრამის მონაწილეთა შერჩევას.

ფაბლაბ ბსუ-ს გუნდი მონაწილეებს დაეხმარება ბიზნესიდეის განვითარებაში, ხელშესახები პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე გატანაში.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ჯიტა) მხარდაჭერით და 3-5 კვირის მანძილზე გაგრძელდება. პროგრამა შედგენილია B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • კონკურსანტი უნდა იყოს ბსუ-ს სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • პროგრამაში განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);
  • ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წევრს;
  • ინგლისური ენის ცოდნა საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გასავლელად, ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა  გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია:

https://forms.gle/3Sh2BHqRNz58WzVn9

რეგისტრაცია სავალდებულოა!

პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 3 ნოემბერი

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ელფოსტა: chkhartishvili.tazo@gmail.com 

ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/fablabbsu/

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა