„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ფოლადაშვილმა მონაწილეობა მიიღეს 7-11 ოქტომბერს, ნიცის სოფია ანტიპოლის უნივერსიტეტში გამართულ Erasmus+-ის საგრანტო პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობის“ მონაწილე ინსტიტუციების შეხვედრაში.  ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ მასპინძელი უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პროფილით მომუშავე კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში. ბიოლოგიის, ფიზიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების, სოციალური კვლევებისა და განათლების მიმართულებით მომუშავე მკვლევრებმა და სპეციალისტებმა წარმოადგინეს უახლესი, აქტუალური მიღწევები და კვლევები. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის  გზები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა