ღია კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

         კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი ბსუ-ს საბუნების­მეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტში, თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით  ორი ასისტენტის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან  29 ოქტომბრის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 30 ოქტომბერს;
  4. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2019 წლის 01 ნოემბრისა   გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 05 ნოემბრიდან.
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:
    1. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

დ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.

) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N2);

ზ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ თანდართული  ფორმა - დანართი N3).

8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე;

9.  ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილების და ,,ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორი ასისტენტის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ- ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).

  აფილირების წესი
  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  ეთიკის კოდექსი
  კლასიფიკატორი
  კონკურსანტის ანკეტა
  კონკურსანტის განცხადება
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა