ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი - 2019

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკი ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა გახსნეს. სამეცნიერო პიკნიკი მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.

ღონისძიება ასევე ითვალისწინებდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 32 კარავი დაეთმო ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს საქპატენტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბაუ-ს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს. ღონისძიების მონაწილეებმა ჩაატარეს სამეცნიერო შოუ, შემეცნებით-გასართობი ინტერაქციული სამეცნიერო აქტივობები,  გაიმართა FAB LAB BSU-ს - სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის პროექტების და კონსტრუქციების გამოფენა, სახალისო ვიქტორინები და ექსპერიმენტები. ასევე შედგა დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება.

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი გადაეცათ პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევარებს:
1. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ნოდარ კახიძე;
2. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ნელი ხალვაში;
3. აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი - დოდო აბულაძე;
4. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - გურამ ჩაგანავა;
5. ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი - პაატა ჩაგანავა;
6. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  პროფესორი - ვლადიმერ ბალაძე;
7. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორი - ალეკო კალანდია;
8. ტექნოლოგიური ფაკულტეტის  პროფესორი - ენვერ ხალვაში;
9. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს: მარინე გიორგაძეს, ნუგზარ მგელაძეს, თემურ ტუნაძეს, ისტორიის დოქტორ ნინო ძნელაძეს, ასოცირებულ პროფესორ მანუჩარ ლორიას, დოქტორანტებს: თეონა აბულაძესა და სოფიკო ჩხარტიშვილს მონოგრაფიისათვის „პონტოელი ბერძნები აჭარაში, წარსული და თანამედროვეობა“.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა