პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო. სტუდენტები რეგისტრაციის პარალელურად, საკონსულტაციო ცენტრში ეცნობიან დეტალურ ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებზე, სტიპენდიებზე, შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე. რეგისტრაცია გრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №32, ბსუ-ს II კორპუსი, I სართული, ცენტრალური ფოიე, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა