ამერიკელი პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია

სურათი

22 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია. წიგნის წარდგენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ტარდება.

ტეხასის უნივერსიტეტის მართვის და უილიამ სტემპს ფარიშის სამართლის პროფესორი რიჩარდ ალბერტი არის ათობით წიგნის ავტორი და  კონსტიტუციონალიზმის მომავლის საერთაშორისო ფორუმის დამფუძნებელი თავმჯდომარე. რიჩარდ ალბერტი ლექციებს კითხულობს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით, აქვეყნებს წიგნებსა და სტატიებს კონსტიტუციებში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის საკითხების შესახებ. პროფესორ რიჩარდ ალბერტს მიღებული აქვს სამართლისა და პოლიტოლოგიის ხარისხი იელის, ოქსფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა