ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს

სურათი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის საფლავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გვირგვინით შეამკეს. უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ამირან მამალაძე ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც აგვისტოს ომში დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია სტუდენტ ამირან მამალაძის სახელობის სტიპენდია და ასევე მცირე სპორტულ დარბაზს მინიჭებული აქვს მისივე სახელი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა