მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020  სასწავლო წელს  მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს მაგისტრატურაში მიმღებ კომისიაში, 2019 წლის 2 სექტემბრიდან 6  სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10 საათიდან 17 საათამდე  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, მე-1 კორპუსი, ოთახი №19.

2. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიმღები კონკურსანტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2019 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე,  ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.

3. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში) შემდეგი განრიგით:

3.1. მისაღები გამოცდა უცხო ენაში - 2019 წლის 10 სექტემბერი (დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი);

3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2019 წლის 11 სექტემბერი;

3.3. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2019 წლის 12 სექტემბერი, ბსუ-ს კანცელარიაში.

3.4. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2019  წლის 13 სექტემბერი.

3.5. მისაღები გამოცდა სპეციალობაში - 2019 წლის 16 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი):

3.6. გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2019  წლის 17  სექტემბერი;

3.7. საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2019  წლის 18 სექტემბერი, ბსუ-ს კანცელარიაში.

3.8. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2019 წლის 19 სექტემბერს.

4. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 20 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

5. მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება. 2019 წლის 20, 23 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 577 14 10 70 - ირმა ქერქაძე

  ბრძანება
  მისაღები კონტიგენტი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა