ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მითაიშვილი გახდა

სურათი

ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალექსანდრე მითაიშვილის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (ცხრა ხმით) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა დასამტკიცებლად. ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მასვე დაუჭირეს მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა.

აკადამიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ს კანცლერს ჯემალ ანანიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, შოთა რუსთაველის სახელობის მედალი და მადლობის სიგელი გადასცა.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯემალ ანანიძე 2015 წლიდან მუშაობს, რომელსაც  23 ივნისს  ამ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა ეწურება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა