ლატვიის რესპუბლიკის ელჩის ინგრიდა ლევრენცეს ვიზიტი

სურათი

ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ლატვიის უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამყარება, ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება,  ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. 10 ივლისს, ბსუ-ში მოეწყობა ლატვიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა