არჩევნები ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

ტურიზმი ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 3 ივნისის  გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ- საარჩევნო კომისიაში (მისამართი: . ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2019 წლის 5 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, უქმე დღეების გარდა.

არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 10 ივლისს.

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

 

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

 

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა