პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ წარდგენა

სურათი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ წარდგენა ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის პირობები, არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება.

„ასწავლე საქართველოსთვის“ ასევე ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვას.

პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ერთი აკადემიური წლით დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა