ბსუ ლაითურის ტყის აღსადგენად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განადგურებული ტყეების მწვანე საფარის აღდგენის კამპანიას და  7 მაისს განადგურებული ტყის ხელახალი განაშენიანების მორიგ აქციას გამართავს. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ლაითურში, ნახანძრალ ტერიტორიაზე ნერგებს დარგავენ. გადამწვარ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სანერგეში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მიერ გამოყვანილი გლობალური წითელი ნუსხის სახეობები : ლაფანი (30 ძირი) და ჰართვისის მუხა (2 ძირი) დაირგვება. ასევე,  აჭარის სატყეო დეპარტამენტი ლაითურის ტყის მწვანე საფარის აღსადგენად უნივერსიტეტს  ქობულეთის სატყეოს თიკერის სანერგე  მეურნეობაში გამოყვანილ იაპონური კრიპტომერიის, კედარის და მურყანის 100-მდე ნერგს უსასყიდლოდ გადასცემს.

კამპანია, რომელიც საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, სამომავლოდაც გაგრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნაკრძალების მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტს განახორციელებს.

გურიაში, დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი მიმდინარე წლის 9 აპრილს გაჩნდა, რის შედეგადაც  20 ჰექტარი ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები განადგურდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა