ღია კარის დღე ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ღია კარის დღე გამართა. რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, გაცვლითი და სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები გააცნეს. ბსუ-ს წარდგინების დასასრულს, მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა