საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს შეხვდა

სურათი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს განათლების მასშტაბური რეფორმის დეტალები გააცნო და მათ შეკითვებს უპასუხა.  პრემიერმა განათლების პრიორიტეტულობის ბიუჯეტში ასახვის აუცილებლობასა და 21-ე საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდილი დაფინანსება 5 მიმართულებით მიიმართება - სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მძლავრი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ქვეყანას ყველა გამოწვევის დაძლევის საშუალებას მისცემს.

"თუ განათლების სექტორს არ აქვს ეკონომიკაში მინიმუმ 10-11 ან უკეთეს შემთხვეევაში 12 პროცენტი, ასეთი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ადამიანური კაპიტალის შექმნას ან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. განათლებაზე იხარჯებოდა ნაკლები ინვესტიცია, ამ სფეროში იყო ყველაზე დაბალი ხელფასები, ხოლო პრიორიტეტი იყო დიპლომის გაცემა და არა თავად განათლების პროცესი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა