შეხვედრა „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ დელეგატებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ დელეგატებს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბსუ-ს  რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო დოლიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, უნივერსიტეტის მისია, პრიორიტეტები, სწავლის პირობები, სამომავლო გეგმები გააცნეს და მომავალი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის  ინფრასტრუქტურა,   ლაბორატორიები, კლინიკები დაათვალიერეს და ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორ-მასწავლებლებისაგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დელეგატებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად, ,,გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში“ მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა