ინტელექტუალური ვიქტორინა „ბსუ-ს ინტელექტუალი“ დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური ვიქტორინის „ბსუ-ს ინტელექტუალი“ გაცნობითი ხასიათის თამაში გაიმართა. ვიქტორინაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 27 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი  თვეში ორჯერ გაიმართება და სემესტრის ბოლოს გამარჯვებულ სამ საუკეთესო გუნდს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა. „ბსუ-ს ინტელექტუალი“ უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა