ეროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

ფილოსოფიის, პოლიტოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტი, ყაზახეთი

 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

 

„ეროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14-15 მაისი 2019 წელი

 

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნული აღმშენებლობის პროცესებში მკაფიოდ ვლინდება  ნაციონალური (ეთნოკულტურული) და სამოქალაქო იდენტობის კონვერგეციის პროცესების  წინააღმდეგობრიობა და კონფლიქტოგენურობა. ამ ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიზაციისა და საერთოეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესებს ბევრი რამ აქვს საერთო, რაც განპირობებულია ამ ხალხების კულტურულ-ისტორიული სიახლოვით.  კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები მიეძღვნება ამ პროცესების ანალიზს და აქედან გამომდინარე სამეცნიერო-პრაქტიკულ რეკომენდაციებს ეროვნული იდენტობის ფორმირების მართვის სრულყოფისათვის.

კონფერენციაზე ივარაუდება შემდეგ თემების განხილვა:

- აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამოქალაქო და ეთნიკური იდენტობის თანაფარდობა;

- ისტორიული მეხსიერების როლი ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში;

- ენობრივი პროცესები ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში;

- გლობალიზაციის პროცესი და მისი გავლენა ეროვნულ იდენტობაზე;

- ეროვნული იდენტობა და სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა;

-ეთნიკური და რელიგიური იდენტიფიკაციის ურთიერთგავლენა ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში;

- ტერიტორიული და რეგიონული ეთნოკულტურული იდენტობა;

- მოქალაქეობის საკითხი და ეროვნული იდენტობა;

- ეროვნული იდენტობა და ადამიანის უფლებები;

მონაწილეთა მოხსენებები წარმოდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე და სპეციალიზებული სექციების მუშაობის დროს, შემდეგ კი გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის ფორმა და  წარმოადგინოს მოხსენების ტექსტი 2019 წლის 1 მაისამდე.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ყაზახური, ინგლისური, რუსული

დასაბეჭდად წარმოდგენილი მოხსენების ტექსტი (არა უმეტეს 3 ათასი სიტყვისა) წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და გაფორმებული აპა-ს სტილით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: lasha.bazhunaishvili@bsu.edu.ge

ტელ.: +995 591 05 49 05

  რეგისტრაციის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა