V საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონფერენცია

ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით,

V საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონფერენცია

ბიზანტინოლოგია საქართველოში 5

ჩატარდება 2019 წლის 11-14 ოქტომბერს ქ. ბათუმში.

კონფერენციის ძირითად თემად განისაზღვრა შემდეგი:

შავი ზღვა და  შავიზღვისპირეთის ქვეყნები კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში

თემატიკა, ბიზანტინოლოგიურ კვლევათა საზღვრებში, თავისუფალია. კონფერენციის სხდომები ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 -13 ოქტომბერს.

14 ოქტომბერს დაგეგმილია ექსკურსია ტრაპიზონში (მსურველთათვის).

კონფერენციის ხარჯებს ნაწილობრივ დააფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, კონფერენციის მონაწილეთათვის გათვალისწინებულია, სურვილის შემთხვევაში, სასტუმრო 11 და 12 ოქტომბერს (2 და 3 ადგილიან ნომრებში); ყავის შესვენება და ხემსი 11-12-13 ოქტომბერს; ბანკეტი - 12 ოქტომბერს; კონფერენციის პროგრამა და აბსტრაქტების კრებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ასევე საკონფერენციო ჩანთა (ავტოკალამი, ბლოკნოტი, „ბეიჯი“); ექსკურსიები (გონიო, პეტრა, არქეოლოგიური მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი).

კონფერენციის მასალების კრებულში სტატიები დაიბეჭდება მხოლოდ რეცენზირების შემდეგ.

 გთხოვთ  2019 წლის  01 სექტემბრამდე

  • დაგვიდასტუროთ რომ მონაწილეობთ კონფერენციის მუშაობაში;
  • შეგვატყობინოთ გჭირდებათ თუ არა სასტუმრო ბათუმში 11-12 ოქტომბერს;
  • შეგვატყობინოთ თუ მიიღებთ მონაწილეობას ტრაპიზონში დაგეგმილ ექსკურსიაში;
  • გადაამოწმოთ გაქვთ თუ არა გადმოგზავნილი თქვენი მოხსენების თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე (არა უმეტეს 300 სიტყვისა, შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12) და თუ არ გაქვთ, აუცილებლად გადმოგზავნოთ 01 სექტემბრამდე;
  • კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა, 50 ლ თითოეულ მონაწილეზე, გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:  

სახელმწიფო ხაზინა: TRESGE22

სახაზინო კოდი: 709017519

დანიშნულება: კონფერენცია-ბიზანტინოლოგია-5

(აუცილებლად მიუთითეთ მონაწილის სახელი და გვარი)

გთხოვთ პასუხი მოგვწეროთ მხოლოდ კონფერენციის  ოფიციალურ ელფოსტაზე: humanities@bsu.edu.ge

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

კონფერენციის რეგლამენტი:

11 ოქტომბერი, კონფერენციის გახსნა, პლენარული სხდომა:

  • კონფერენციის მონაწილეთა ჩამოსვლა ბათუმში და სასტუმროში დაბინავება: დღის I ნახევარი;
  • კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია: 16.00 – 17.00
  • კონფერენციის გახსნა, მისალმებები: 17.00 - 17.30
  • პლენარული სხდომა(აუდ. #55):  17.30 – 20.00 სთ;
  • ხემსი: 20.00

12 ოქტომბერი, სექციური მუშაობა:

  • დილის სხდომები: 10.00 - 13.00;
  • ხემსი - 13.00 – 14.00;
  • საღამოს სხდომები: 14.00 – 18.00;
  • ბანკეტი: 20.00

 13 ოქტომბერი,  სექციური მუშაობა:

  • დილის სხდომები: 10.00 - 13.00;
  • კონფერენციის დახურვა: 13.00 – 14.00;
  • ხემსი - 14.00 სთ;
  • კონფერენციის მონაწილეთა გამგზავრება (ვინც არ მონაწილეობს ექსკურსიაში ტრაპიზონში), დღის  II ნახევარი.
  განცხადი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა