აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აგრარული მიმართულების სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს 2019 წლის პროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა’’-ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრას  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში,  მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე და უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღებს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სულ 10  სტაჟიორი. მათ შორის:  7 აგრარული მიმართულების, 1 აგროინჟინერიის,  2 ქიმიის, ბიოლოგიის ან ეკოლოგიის.

სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა მიმდინარეობს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე- www. hr.gov.ge-ზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა